ფეხბურთი

19:45 | 25.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ერნანდესი "ბაიერნში" ზაფხულამდე არ გადავა

მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველი ლუკას ერნანდესი მიუნხენის „ბაიერნში“ იანვარში არ გადავა. As-ის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფრანგი მინიმუმ ზაფხულამდე ესპანურ გუნდში დარჩება.

ცოტა ხნის წინ, ესპანური Marca წერდა, რომ ერნანდესის თაობაზე მხარეები შეთანხმებულნი იყვნენ და ლუკასი „ბაიერნში“ იანვრის სატრანსფერო პერიოდშიც გადავიდოდა. დასახელდა თანხაც - 80 მილიონი ევრო.

თუმცა, ბოლო ინფორმაციით, მსოფლიოს ჩემპიონი მცველი მიმდინარე სეზონს „როხიბლანკოს“ რიგებში დაასრულებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112487