ფეხბურთი

17:32 | 25.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" ლოზანოს ტრანსფერზე მუშაობს

იტალიურ „მილანს“ პსვ ეინდჰოვენისა და მექსიკის ნაკრების შემტევის ირვინგ ლოსანოს დამატება სურს. Tuttosport-ის ინფორმაციით, „როსონერის“ 23 წლის შემტევის დამატება იანვარში სურს და ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლას უკვე შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ ლოსანოს სანაცვლოდ პსვ 40 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო კონტრაქტს მექსიკელსა და ჰოლანდიურ გუნდს შორის 2023 წლის ზაფხულამდეა გაფორმებული.

მიმდინარე სეზონში ლოსანომ პსვ-ს რიგებში 27 თამაში ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.

0.117959