ფეხბურთი

15:03 | 25.12.2018 | ნანახია 1350 - ჯერ

MARCA: "თოვლის პაპუს საშობაო საჩუქარი"

„თოვლის პაპუ“ - ასეთი სათაურით გამოქვეყნდა სტატია ავტორიტეტულ ესპანურ გამოცემა Marca-ში, რომელიც „სარაგოსას“ ქართველ შემტევს, გიორგი პაპუნაშვილს ეძღვნება.

მადრიდული გამოცემა წერს, რომ პაპუნაშვილმა „სარაგოსას“ საშობაო საჩუქარი გაუკეთა და მის მიერ გატანილი გადამწყვეტი გოლის აღნიშვნა ყველაფერს ნათლად მეტყველებდა.

აღნიშნულ სტატიას უცვლელად გთავაზობთ:

„საშობაო პერიოდში გიორგი პაპუნაშვილი „თოვლის პაპუ“ გახდა. გასულ შაბათს, „სარაგოსას“ შობა გადაარჩინა და საუკეთესო საჩუქარი გაუკეთა თავის გუნდსა და გულშემატკივრებს. მიზანი გამარჯვება იყო, რომელიც დიდი ხნის პაუზის შემდეგ მოუტანა.

ქართველი „ექსტრემადურასთან“ სამთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, როდესაც კოჭის ტრავმა მიიღო „ალბასეტესთან“ მატჩში. ალბათ, ეს იყო ყველაზე ცუდი პერიოდი მის პროფესიონალურ კარიერაში, მაგრამ ამით არაფერი დასრულებულა. მისი გოლის აღნიშვნა ყველაფერზე მეტყველებდა. ეს პირადი თავისუფლება იყო.

ყველაფერი მოვიდა ზუსტ მომენტში. სიტუაცია, თამაშის ევოლუცია, წუთი... იმ მომენტში ვიქტორ ფერნანდესს გმირი სჭირდებოდა და იცოდა, რომ პაპუ მისი ადამიანი იყო. მოედანზე შესვლიდან ცოტა ხანში მან გააკეთა ის, რაც ყველას უნდოდა და გადამწყვეტ მომენტში სჭირდებოდათ.

გასულ სეზონში პაპუ თავისი თავდაჯერებულობით, ბალანსით ფანების ერთ-ერთი იდეალი გახდა. მიმდინარე სეზონის დაწყების წინ მიღებულმა ტრავმამ ხელი შეუშალა სეზონი იმ დონეზე დაეწყო, როგორც შარშან. ეს უადგილო პრობლემა იყო.

ახლა, როგორც იქნა დაბრუნდა და უნდა, რომ დაკარგული დრო აინაზღაუროს. ქართველის დარტყმით მოპოვებული გამარჯვება არის ის, რომელიც საშობაო ხასიათს იძევა სარაგოსისტებისთვის. „თოვლის პაპუ“ გილოცავთ შობას“, - წერია სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი პაპუნაშვილი მოედანს სამთვიანი ტრავმის შემდეგ „ექსტრემადურასთან“ დაუბრუნდა. 66-ე წუთზე გამოჩნდა ცვლილებაზე და 10 წუთში ულამაზესი და გამარჯვების გოლი გაიტანა.

Loading...

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:35 | 25.12.2018
dinamo222 (4637)

ეხლა მთავარია ესეც არ გაამწესონ სკამზე ! ასეა ჯერ ცამდე აიყვანენ კაცს და მერე თვეობით და წლობით სკამს ასხეხინებენ @ ასე მოხდა ანანიძის ოქრიაშვილის ჭანტურიას კანკავას არაბიძის დაც ბევრი სხვის შემთხვევაში @

11:12 | 26.12.2018
INIESTAAA (271)

მართალი ხარ ოღონდ ოქრიაშვილს და ჭანტურიას (განსაკუთრებით ჭანტურიას) რაც შეეხება მემგონი არავის უნდა დააბრალონ სხვას თავიანთი დღევანდელი მდგომარეობა თუ არა საკუთარ თავს.

15:45 | 26.12.2018
iceman (2109)

სამწუხაროა მაგრამ რეალურად სამივე არის საქართველოსთვის კარგი თორემ მსოფლიო მაშტაბით საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელი. ჭანტურიას აქვს კარგი დრიბლინგი მაგრამ მეტი არაფერი და შესაბამისად ლოგიკურია რომ ვერ გაქაჩა ევროპაში, ჯანო არის ფიზიკურად ზედმეტად სუსტი და ესეთი აღნაგობით რომ გაქაჩო მართლა მოდრიჩი უნდა იყო და ჯანო მოდრიჩი არ არის ოქრიაშვილს რაც შეეხება წელიწადში ერთხელ რომ სასწაულ გოლს გაიტანს ამის გამო ევროპაში არავინ წაიყვანს. მათგან განსხვავებით პაპუს შეუძლია რომ ითამაშოს საშუალო ევროპული დონე, პაპუსგან ვარსკვლავი არ გამოვა მაგრამ თუ შრომას გააგრძელებს შეუძლია რომ ლა ლიგაში რომელიმე საშუალო დონის გუნდში გაქაჩოს

15:49 | 26.12.2018
iceman (2109)

ხო რაც შეეხება ჩაკვეტაძეს ბევრად სრულყოფილია და შეუძლია ვარსკვლავი გახდეს, მესის და რონალდოსთან შედარებები უადგილოა მაგრამ შეუძლია მინიმუმ მხითარიანის, არშავინის, გლების დონეზე ითამაშოს, ისე ესენი არსენალში თამაშობდნენ და მგონა რომ ჩაკვეტაძესაც არსენალი დახატავდა

18:18 | 25.12.2018
გორდა (130)

კარგია გიორგის წარმატებების მოსმენა. წარმატებულ სვლას ვუსურვებ, ამ ბიჭს მალე შეუძლია ლა ლიგაში გადასვლა და მჯერა მოახერხებს კიდეც.

სტატისტიკა
0.237129