ფეხბურთი

15:30 | 25.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

მიგინეიშვილი “საბურთალოში” ითამაშებს

გამოცდილი მეკარე ომარ მიგინეიშვილი კარიერას საქართველოს ჩემპიონ “საბურთალოში” გააგრძელებს. თბილისური კლუბის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკება, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, წარმატებით დასრულდა.

34 წლის მიგინეიშვილი სხვადასხვა დროს ქუთაისის “ტორპედოს”, თბილისის “დინამოს”, “რუსთავის”, “ზესტაფონისა და “სამტრედიის” ღირსებას იცავდა.

0.113334