„ლივერპულის“ ნახევარმცველმა, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლერნმა, საკუთარ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც მუხლის მძიმე ტრავმის შემდეგ, მის დაბრუნებას ეხება. ის 8 თვის განმავლობაში მკურნალობდა. ტრავმა კი გაზაფხულზე, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში მიიღო „რომას“ წინააღმდეგ (5:2).
„გრძნობა, როცა 8 თვიანი შესვენების შემდეგ ბრუნდები მინდორზე“ - წააწერა მან ფოტოს.
შეგახსენებთ, რომ ოქსლეიდ-ჩემბერლენი „ლივერპულში“ 2017 წლის აგვისტოში გადავიდა „არსენალიდან“ 35 მილიონ გირვაქად და დღემდე, 32 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.