ფეხბურთი

14:39 | 25.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

კვალიარელას ახალი კონტრაქტი

იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ფაბიო კვალიარელამ გენუის „სამპდორიასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა.

როგორც ლიგურიული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, იტალიელმა ფეხბურთელის ახალი ხელშეკრულება ერთი წლის ვადით გახანგრძლივდა. ამრიგად, კვალიარელა „სამპას“ ღირსებას 2020 წლის 30 ივნისამდე დაიცავს.

ფაბიო კვალიარელას თავის დროზე, „უდინეზეს“ „ტორინოს“, „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ რიგებში უთამაშია. „სამპდორიაში“ კი 2015 წლიდან ირჯება და გუნდის კაპიტანია.

მიმდინარე სეზონს 35 წლის შემტევი კარგად ატარებს და 16 თამაშში 10 გოლის გატანა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 7 შეხვედრაში კვალიარელას მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია და იტალიური მედია წერს, რომ რობერტო მანჩინი იტალიის ნაკრებში უპირებს გამოძახებას.

0.105287