ფეხბურთი

10:51 | 25.12.2018 | ნანახია NaN - ჯერ

„ეშმაკი“ ფერგი

გასულ კვირას “მანჩესტერ იუნაიტედში” დიდი ამბები მოხდა. მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინუს კარისკენ მოიუთითეს და მის მაგიერ ნორვეგიიდან გუნდის ლეგნდა, ოლე გუნარ სოლსკიაერი დააბრუნეს.

სოლსკიაერის პრემიერლიგური დებიუტი ფანტასტიკური გამოდგა. სტუმრად, “კარდიფს” ხუთი ბურთი გაუტანეს (“იუნაიტედმა” 5:1 მოიგო), მაგრამ მარტო გოლებში არ იყო საქმე. ასეთი კარგი თამაში დიდი ხანია აღარ უჩვენებიათ „ეშმაკუნებს“ მაყურებლისთვის. ამდენი გოლიც, „იუნაიტედს“ ბოლოს პრემიერლიგაში 2013 წლის მაისში, ალექს ფერგიუსონის ეპოქაში, „ვესტ ბრომვიჩისთვის“ გაეტანა.

ალექს ფერგიუსონი ვახსენეთ და The Sun-ის ცნობით, სწორედ „ეშმაკი ფერგი“ ყოფილა ნორვეგიელის დაბრუნების ინიციატორი. ახლა კი კლუბში კონსულტანტად ბრუნდება. გამოცემა წერს, რომ სოლსკიაერს ყოფილ დამრიგებელთან მუდმივი კონტაქტი ექნება.

ფერგის დამსახურებაა მისი ყოფილი თანაშემწის, 56 წლის მაიკ ფელანის გუნდში დაბრუნებაც. ფერგიუსონმა ახლახან ინსულტი გადაიტანა და სრული სამუშაო საათებით არ დაიტვირთება, თუმცა ყოვედღიურად დაარიგებს ახალ მწვრთნელს. მას მიაჩნია, რომ სოლსკიაერი და ფელანი შეძლებენ გუნდის კრიზისიდან გამოყვანას.

კლუბის დირექტორი, ედ ვუდვორდი, რომელსაც განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მოურინიუსთან, არა-ერთხელ ესაუბრა კლუბის მფლობელ გლეიზერებს პორტუგალიელის გათვისუფოლების შესახებ. თუმცა, 2016 წელს, ლუი ვან გაალის შემცვლელად ჟოზეს მიყვანისას, ფერგიუსონისთვის რჩევის კითხვა არ გახსენებია. მოგეხსენებათ, ფერგიუსონი, ბობი ჩარლტონი და დევიდ ჯილი „იუნაიტედის“ მმართველი გუნდის საპატიო წევრები არიან.

ახლა კი ვითრება შეიცვალა. ფერგი ისევ ბრუნდება. ამჯერად, კონსულტანტად.

დაბოლოს, ლეგენდარული „მანჩესტერის“ მეკარეს, პეტერ შმაიხელსაც გამოუთქვამს კლუბში დაბრუნების სურვილი. საფეხბურთო საქმეების დირექტორად. მოკლედ, ძველი გუნდი ნელ-ნელა ბრუნდება.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:32 | 03.09.2014
Lorelei (107)

კაი რა ბეპე,კაი რა
რა დაგტანჯა ამ ტრამვებმა და არ გაგახარა რაა

18:04 | 03.09.2014
NADAL RAFAEL (4910)

მაგარი უიღბლო იგროკია,მერამდნე ტრავმაა კაცმა არ იცის უკვე...)

17:56 | 03.09.2014
dpj-001 (1572)

კაროჩე ბედმა ესე როგორ უნდა გაგწიროს ყველაფერი გქონდეს და ვერ იყენებდე არადა რა მაგარია ტიპი

17:40 | 03.09.2014
maestro10 (13745)

Magari nebisyofa aqvs juzepes. . Bevri amis adgilas daasrulebda karieras

17:37 | 03.09.2014
GOODFORLEJJ (12932)

აუ ტიპი ძალიან ცოდოა, შე ვე ცი რობენს ამას რო ტრავმები არ ჰქონდეს

19:11 | 03.09.2014
maestro10 (13745)

Robensac ar aklia travmebi. . .

17:36 | 03.09.2014
BEERTRANCE (97819)

აუ რა ტეხავს, ცოდოა.

17:36 | 03.09.2014
Linkin Park (302)

ეს იქნებოდა დარწმუნებული ვარ მსოფლიოს 3 საუკეთესო თავდამსხმელს შორის თავისუფლად მარა ბედიღბალიც გინდა კაცს

17:23 | 03.09.2014
Sergio Ramos-CR7 (12995)

მაგრად ტეხავს იმენა ტრამვებმა დატანჯეს

17:20 | 03.09.2014
federerjamesliverpooldelpotro (17151)

მაგრად გამიტყდა რა მართლა საცოდაობაა უკვე რამდენი შეეძლო ამ წლებში კიდე

0.11323