ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ტიტულმრავალი ლეო მესისთვის გასული წელი სპორტული კარიერის კუთხითგანსაკუთრებით წარმატებული იყო. ამის მიუხედავად, არგენტინელი კვლავ არ ღალატობს საკუთარ თავს და საშობაო არდადეგებს კვლავ კატალონიაში, ყოველგვარი გნიასის გარეშე, საკუთარ ოჯახთან ერთად ატარებს.
ლეომესი რომ სმა-ჭამისა დადიდი მოლხენის მოყვარული კაცი არაა - ეს ცნობილი ამბავია. მან ჟურნალისტებთან საუბარში ადრე ისიც თქვა, რომ ინერტულად დასვენება, ქართულად რომ ვთქვათ - წამოდრანგვა, მისთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.
განსხვავებით ბევრი სხვა მამისგან, ლეო მესის თავის შვილებთან თამაში ნამდვილად ყვარებია და საახალწლო ნაძვის ხესაც მუდამ მთელი ოჯახი რთავს. როგორ მესი ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში იხსენებდა, ბავშვობაში მამამისი მუდამ ორიგინალურ საშობაო საჩუქრებს ჩუქნიდა და ახლა თავადაც ცდილობს შვილები ამ კუთხითაც გაანებივროს.