ფეხბურთი

9:56 | 25.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ლუისი „ჩელსის“ სეზონის ბოლოს დატოვებს

ლონდონის „ჩელსის“ ბრაზილიელი მცველი, დავიდ ლუისი კლუბს ზაფხულში, სეზონის ბოლოს დატოვებს - წერს The Sun.

წყაროს ცნობით, ლუისის კონტრაქტს ვადა 2019 წლის ზაფხულში გასდის. ფეხბურთელს კლუბთან ახალი, ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმება სურდა, მაგრამ თურმე „ჩელსიში“ თავისებური წესი ჰქონიათ, რომლის მიხედვითაც, 30 წელს გადაცილებულ მოთამაშეებს, ერთწლიანზე მეტ ხელშეკრულებებს აღარ უფორმებენ.

მთავარი მწვრთნელი, მაურიციო სარი, ცდილობდა ხელმძღვანელობა დაერწმუნებინა ლუისის კიდევ რამდენიმე წლით შენარჩუნებისთვის სხვაგავარი კონტრაქტი შეეთვაზებინათ, მაგრამ უარი მიიღო.

ასე რომ, ლუისი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და სხვა კლუბს მისი მიწვწვა უფასოდ შეეძლება.

წლევანდელ სეზონში ბრაზილიელმა „ჩელსის“ მაისურით 17 მატჩი ჩაატარა და ერთი გილი გაიტანა.

0.127516