„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული ფეხბურთელი უეინ რუნი მიიჩნევს, რომ ჟოზე მოურინიოს გათავისფულება სწორი გადაწყვეტილება იყო. ინგლისელი შემტევის განცხადებით, მოურინიოს პერიოდში გუნდში მზარეულებიც კი არ იყვნენ ბედნიერები.
„დარწმუნებული ვარ, რომ ედ ვუდვორდიც ისე ფიქრობდა, როგორც გუნდის ყველა თანამშრომელი. მზარეულობიც კი არ იყვნენ მოურინიოს მუშაობით კმაყოფილნი. ეს კლუბის მხრიდან კარგი ნაბიჯი იყო, ფეხბურთელებმა ისევ გაიღიმეს. შესანიშნავი სანახავი იქნება, როგორ უკეთებს სოლკიაერი გუნდს ორგანიზებას მოედანზე“, - განაცხადა რუნიმ.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერიდან“ მოურინიო ერთი კვირის გაათავისფულეს, ხოლო მის ნაცვლად ოლე გუნარ სოლსკიაერი დანიშნეს. „წითელმა ეშმაკებმა“ ნორვეგიელის ხელმძღვანელობით პირველივე შეხვედრაში „კარდიფთან“ 5:1 გაიმარჯვეს.