ფეხბურთი

19:40 | 24.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" რემზის გაიფორმებს

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი აარონ რემზი კარიერას ტურინის „იუვენტუსში“ გააგრძელებს. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, უელსელი ფეხბურთელი და ტურინული გრანდი ყველა დეტალზე შეთანხმდნენ.

რემზი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და შესაბამისად, „იუვეს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. აღსანიშნავია, რომ იტალიელებთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმება იანვარში შეეძლება.

შეთანხმების თანახმად რემზი „იუვენტუსში“ სეზონში 10 მილიონ ევროს მიიღებს და სერია A-ში კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

მიმდინარე სეზონში რემზიმ „არსენალის“ ღირსება 21 შეხვედრაში დაიცვა, 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. 27 წლის ფეხბურთელმა „მეთოფეებს“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი ოფიციალურად უთხრა.

0.117057