ფეხბურთი

19:13 | 24.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სელტიკმა" 15 წლის ფეხბურთელს პროფესიონალური კონტრაქტი გაუფორმა

შოტლანდიის ჩემპიონმა გლაზგოს „სელტიკმა“ 15 წლის ფეხბურთელს პროფესიონალური კონტრაქტი გაუფორმა. როგორც სქოთური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, კარამოკო დემბელემ, მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 15 წლისაა პროფესიონალურ კონტრაქტს ხელი მოაწერა.

შეთანხმების თანახმად ნიჭიერი ფეხბურთელი „სელტიკში“ 2021 წლის ზაფხულამდე დარჩება.

კარამოკო დემბელე ორი წლის წინ გახდა ცნობილი, როდესაც 13 წლის ასაკში „სელტიკის“ 20 წლამდე გუნდში ითამაშა. 7-წლიანი განსხვავების მიუხედავად გლაზგოელებმა მიიჩნიეს, რომ დემბელეს მონაცემები უკვე შეესაბამებოდა ხსენებულ ასაკს.

აღსანიშნავია, რომ დემბელეს მიმართ ინტერესს „ბარსელონაც“ იჩენდა, თუმცა, ესპანელებმა საბოლოოდ ტრანსფერისგან თავი შეიკავეს.

0.112111