კალათბურთი

11:14 | 24.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ალავიძე: ეს მხოლოდ დასაწყისია

ზაზა ფაჩულიას აკადემიამ კიდევ ერთი სეზონი დახურა. საინტერესო, ახალი გამოწვევებით დატვირთული 12 თვე დასრულდა და აკადემიის დიდი ოჯახი უკვე 2019 წლის სეზონზე არის გადართული.

განვლილ გზაზე, ბოლო პერიოდში მიღებულ ნოვაციებსა და სხვა საინტერესო თემებზე გვესაუბრება ზაზა ფაჩულიას აკადემიის დირექტორი გიორგი ალავიძე.

აკადემიის მოკლე ისტორიული მიმოხილვა.

გიორგი ალავიძე: „ჩვენი აკადემია 2015 წლის 1 ნოემბერს გაიხსნა. ზაზა ფაჩულიამ დაიწყო აკადემიის შეკვრა და ნიჭიერი მწრთვნელებით დაკომპლექტება. ჩვენთვის საამაყოა, რომ ამ ეტაპზე, უამრავი სპეციალისტის აზრით, ეს აკადემია საქართველოში საუკეთესოა. ჩვენთან მუშაობენ პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური მწრთვნელები.

აკადემიაში არის უახლესი ტრენაჟორებით დატვირთული სავარჯიშო დარბაზი. გვაქვს სასტუმრო ოთახები, სადაც საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული ბავშვები და მწრთვნელები ცხოვრობენ.

ჩვენთან ყოველწლიურად ტარდება NBA-ს კემპი, რომელშიც უშუალო მონაწილეობას ზაზა ფაჩულია იღებს. ზაზასთან ერთად, კემპის მონაწილეთა შორის არიან NBA-სა და ევროპელი სპეციალისტები, რომლებიც კარიერულად მსოფლიოს საუკეთესო კლუბებში არიან დასაქმებულნი. კემპის დროს ზაზა და სპეციალურად მოწვეული სტუმრები ბავშვებს და მწვრთნელებს უზიარებენ წლების განმავლობაში მიღებულ გამოცდილებას, აქტიურად არიან ჩართულები სავარჯიშო პროცესში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

აკადემიამ უკვე საკმაოდ ბევრი ჯილდო მიიღო. განსაკუთრებით, წარმატებული იყო 2018 წლის სეზონი, როდესაც საქართველოში U 18, U 16 და Junior NBA-ის ჩემპიონი გავხდით. ზაზას აკადემიის ბავშვები სტაბილურად შედიან საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში.

აკადემიაში ვიწვევთ სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ადამიანებს, რომლებიც მოსწავლეებს საკუთარ ხედვებს უზიარებენ, რაც მათი მოტივაციის ზრდას უწყობს ხელს.

წელს გვყავდა მოწვეული ბელგიელი მწრთვნელები - Elite Academy Antwerp-ის წარმომადგენლები, ჯოერიკ მიხილისი და ოლივიე გიოტგელუკი, რომლებმაც მასტერკლასი და საჩვენებელი ვარჯიშები ჩაატარეს მოსწავლეებისთვის და აკადემიის მწრთვნელებისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენმა აკადემიამ იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა“ და ა(ა)იპ „საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის“ ბენეფიციარებისთვის პილოტური პროექტის ფარგლებში სამმხრივი მემორანდუმი გააფორმა. შესაბამისად, დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და SOS ბავშვთა სოფლის ბენეფიციარები ჩვენს აკადემიაში უფასოდ სწავლობენ. ეს ითვალისწინებს სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მყოფი არასრულწლოვნების წარმატებულ, მიზანდასახულ პიროვნებებად აღზრდას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

ზაზა აქტიურად არის ჩართული აკადემიის ცხოვრებაში. მისი სტატუსი და სამაგალითო კარიერა დიდი სტიმულია ბავშვებისთვის, რომლებიც მასში მისაბაძ მაგალითს ხედავენ.“

აკადემიის ძირითადი ორიენტირი

გიორგი ალავიძე: „აკადემიის მიზანი დაარსებიდან დღემდე არის საქართველოში კალათბურთის განვითარება, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისთვის მოთამაშეების გაზრდა. ასევე, ინფრასტრუქტურის განვითარება და გაუმჯობესება. ყოველწლიურად აკადემიის მოსწავლეთა რაოდენობის ზრდის პარალელურად, იზრდება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში დასაქმებულ მწვრთნელთა რაოდენობაც. დღეს, აკადემიაში 15 მწრთვნელი მუშაობს. მოსწავლეების რაოდენობა 1000-ს გასცდა. აკადემია დიდ ყურადღებას აქცევს ბავშვების დასწრებას სკოლებში და მათ განათლებას. მაქსიმალურად ვაქცევთ ყურადღებას ყველა ბავშვს და ვცდილობთ, რომ ისინი არა მხოლოდ ჩვენთან, კალათბურთში, არამედ - პირველ რიგში, სკოლაში იყვნენ მონდომებული და წარმატებულები. ეს მათთვის აუცილებელია. ისინი, ვინც ვერ დააკმაყოფილებენ ჩვენ მიერ დაწესებულ ზღვარს, აიღებენ აკადემიაში შესვენებას, გამოასწორებენ ნიშნებს და მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნდებიან ვარჯიშს. შეიძლება, ზოგისთვის ეს ზედმეტად მკაცრი მიდგომაა, მაგრამ ვთვლით, რომ ეს აუცილებელია.ჩვენიაკადემიისბავშვებისსაკეთილდღეოდ, ყველაბავშვისგანმოვითხოვთსკოლისნიშნებს.ვისაცსემესტრულისაერთონიშანი 7-ზედაბალიექნება,დათხოვილიიქნებავარჯიშებიდანდააეკრძალებათამაშებზედასწრებანიშნებისგამოსწორებამდე.
აკადემიაზრუნავს ბავშვებისგანათლებაზედათვლის, რომისინიარამხოლოდკალათბურთითუნდაქმნიდნენსაკუთარმომავალს. ხშირად მივდივართ სკოლებში აკადემიის მოსწავლეების ნიშნების გასაგებად და დასწრებადობის შესამოწმებლად. ვიღებთ სრულ ინფორმაციას ბავშვზე, ვიგებთ მის ფსიქოლოგიურ პორტრეტს. ჩვენთვის ბავშვების სწავლა, მათი მომავალი არის ყველაზე მნიშვნელოვანი.“

გიორგი ალავიძე: „ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ყველა გამორჩეული, ნიჭიერი ბავშვისთვის დამატებითი კომფორტის შექმნაა. ბავშვებმა იციან, რომ თუ იშრომებენ და მოინდომებენ, მათ ეს არ დაეკარგებათ და აუცილებლად მიიღებენ შედეგს, დაფასებას. ნიჭიერი მოსწავლეები თავისუფლდებიან ყოველთვიური გადასახადისგან. თუ ბავშვი არის რაიონიდან, აკადემია მათ კომფორტულ, სასტუმროს ტიპის ოთახებს სთავაზობს. თავისთავად, ბავშვები კვებითაც უზრუნველყოფილნი არიან.

ყოველწლიურად ვიღებთ განსაზღვრული რაოდენობის სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს, რომლებიც ჩვენთან უფასოდ სწავლობენ. აკადემიას ამ ბავშვებისთვის 2019 წლის თებერვალში განსაკუთრებული სიურპრიზი აქვს.“

მოწვეული მწრთვნელები

გიორგი ალავიძე: „ქართველი მწრთვნელების გარდა, აკადემიაში მუშაობენ მოწვეული სპეციალისტებიც. მიმდინარე სეზონის ბოლომდე ჩვენთან იქნება ავსტრალიელი უილ სმიტი, რომელიც ძირითადად, 2003-2006 წლებში დაბადებულ ბავშვებს მოამზადებს. მისი სახით, აკადემიას კიდევ ერთი კვალიფიციური მწრთნელი ჰყავს. ჩვენთვის საპატიოა, რომ აკადემიაში კიდევ ერთი გამოცდილი სპეციალისტი დასაქმდა. სმიტს საკოლეჯო დონეზე ბევრ ძლიერ მწრვთნელთან აქვს ნამუშევარი. ის ამ გამოცდილებას ჩვენი აკადემიის მოსწავლეებს და კოლეგებს გაუზიარებს. ვიცით, რომ მისთვის ეს ახალი გამოწვევაა და ის სიამოვნებით დათანხმდა ჩვენს შეთავაზებას. უილს პატარებისთვის ბევრი საინტერესოს ახსნა, გაზიარება შეუძლია. მინდა მადლობა გადავუხადო დეიან პროკიჩს, ზორან პენოს, რომლებმაც აკადემიაში საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავეს. პროკიჩი აკადემიის სამწრთვნელო გუნდის ხელმძღვანელი იყო და ორჯერ მოიგო U 18 საქართველოს ჩემპიონატი. აკადემიაში უცხოელი და ქართველი მწრთვნელები თანაბრად იზიარებენ პასუხისმგებლობას შედეგსა და მუშაობის ხარისხზე.“

მწვრთნელთა გადამზადების კურსები.

გიორგი ალავიძე: „აკადემიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბოლო დროს ჩვენთან მუშაობის და გამოცდილების მიღების სურვილი ბევრმა ახალგაზრდა მწრთვნელმა გამოთქვა. ისინი საინტერესო, აპრობირებული პროგრამით ემზადებიან, იღებენ გამოცდილებას და ამის შემდეგ, უკვე საკმაოდ შედეგიანად აგრძელებენ მუშაობას. ჩვენთან მწრთვნელები ვითარდებიან. აკადემიის მიზანია, რომ ისინი უფრო წინ წავიდნენ, ჰქონდეთ პროგრესი და მეტი სამწრთვნელო ერუდიცია მიიღონ. ჩვენი გეგმაა, რომ კონკრეტულ ეტაპზე აკადემიიდან საზღვარგარეთ 3-თვიან კურსებზე მწვრთნელები გავგზავნოთ, რაც დადებითად იმოქმედებს მათ კვალიფიკაციასა და მოტივაციაზე. აკადემიისთვის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია. აკადემიის რამოდენიმე მწრთვნელს სუპერლიგის გუნდებმა გაუფორმა კონტრაქტი. თემურ კანკია საქართველოს ნაკრების მთავარი მწრთვნელის ასისტენტი გახდა. ჩვენ მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს მუშაობისთვის და კარიერულ წარმატებებს ვუსურვებთ.

ზაზაფაჩულიასაკადემიაშიპერმანენტულადტარდებამწრთვნელებისგანვითარებისპროგრამა, რომელშიცმონაწილეობასაკადემიისყველასპეციალისტიიღებს. საინტერესოთეორიულიდაპრაქტიკულისესიებიახალგაზრდამწრთვნელებსგამოცდილებისმიღებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებაშიეხმარება.“

ასევე აღსანიშნავია, ჩვენი ფიზიკური მომზადების სპეციალისტის, მალხაზ ლობჟანიძის საინტერესო, მრავალფეროვანი მუშაობა გუნდებთან. მალხაზი აქტიურად არის ჩართული მწვრთნელთა გადამზადების პროგრამაში. ყველაფერი ეს ერთობლიობაში გვაძლევს იმ შედეგს, რაც - გვაქვს.

ყოველწლიური ფესტივალები და ტესტ-კემპები

გიორგი ალავიძე: „აკადემიაში ყოველწლიურად ვატარებთ ასაკობრივ ფესტივალებს და წელს, პირველად ჩავატარეთ ტესტ-კემპიც, რომელშიც მონაწილეობა აკადემიის ყველა მწრთვნელმა და მოსწავლემ მიიღო. ტესტ-კემპი გამორჩეული იყო იმ ფაქტორითაც, რომ ხუთდღიანი გასინჯვების დროს მასში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ იმ ბავშვებსაც, რომლებიც არ ირიცხებოდნენ ჩვენს აკადემიაში. ჩავატარეთ 2001, 2002, 2003, 2004, 2005-წლიანების ტესტ-კემპი და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ აქტივობამ მხოლოდ დადებითი შეფასება დაიმსახურა როგორც მონაწილეებისგან, ასევე - ქართული საზოგადოებისგან. გამოვცადეთ ამ კონკრეტული ასაკის ბავშვები. შევარჩიეთ რამოდენიმე მონაწილე, რომლებიც ჩვენს აკადემიაში აგრძელებენ ვარჯიშს. ყველასთვის კარგი, საინტერესო გამოცდილება იყო.“

ფსიქოლოგის ჩართულობა

გიორგი ალავიძე: „აკადემიაში სპორტულ ფსიქოლოგად მაიკო ნანიტაშვილი მუშაობს. გამოცდილი სპეციალისტი, რომელმაც სპორტული ფსიქოლოგიის განათლება საზღვარგარეთ მიიღო. დღეს, სპორტში ფსიქოლოგს მნიშვნელოვანი როლი აქვს. ბავშვებთან სწორი კომუნიკაცია და პრობლემური სიტუაციების მოგვარება ფსიქოლოგის მოვალეობაა.

ფსიქოლოგი ერთვება სპორტსმენის სივრცეში, ზრუნავს მის სიმშვიდესა და წარმატებაზე. აწვდის ინფორმაციას მწრთვნელს სპორტსმენის ემოციურ მდგომარეობაზე და მწვრთნელმაც უკვე იცის, ვის როგორი დატვირთვა მისცეს.

აკადემიის მწრთვნელებს სისტემატიურად უტარდებათ ფსიქოლოგის სემინარები, რაც ხელს უწყობს მათ ჰქონდეთ ბავშვებთან სწორი კომუნიკაცია და ეფექტურად მოაგვარონ პრობლემური შემთხვევები.

ჩვენი ფსიქოლოგი ეტაპობრივად აკადემიის მოსწავლეების მშობლებსაც ხვდება. მნიშვნელოვანია, რომ დამწყებ სპორტსმენს და შემდგარ მწრთვნელს ფსიქოლოგმა სწორი, ჯანსაღი გარემო შეუქმნას.“

სამომავლო გეგმები

გიორგი ალავიძე: „ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ წლიდან წლამდე იზრდება აკადემიის მოსწავლეთა რაოდენობა და ვცდილობთ, რომ ყველაფერი რაციონალურად გადავანაწილოთ. აკადემიიის ყველა წევრისთვის ბავშვების მომავალი მნიშვნელოვანია და გვინდა, რომ ჩვენს მოსწავლეებს სრული კომფორტი შევუქმნათ. ვაგრძელებთ და აუცილებლად გავაგრძელებთ რეგიონებიდან ნიჭიერი ბავშვების ჩამოყვანას.

ჩვენ ვმუშაობთ და ვსწავლობთ. მერწმუნეთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენი აკადემიის წევრი ლუკა ალავიძე Junior NBA-ს მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გახდა და დიდი გამოცდილება მიიღო. ეს ტურნირი ფლორიდაში გაიმართა. ლუკა ევროპის ნაკრებში აირჩიეს. ამერიკაში გამგზავრებამდე მან საკმაოდ საინტერესო ეტაპი ვალენსიაში გაიარა. საუკეთესო პირობები, განსაკუთრებული გარემო - ეს ლუკას, აკადემიის და მთელი საქართველოს პრესტიჟია.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მზადების პროცესშია აკადემიის აპლიკაცია, რომელიც მშობლებს გაუმარტივებს სავარჯიშო პროცესის გაკონტროლებას, მეტ კომფორტს შეუქმნით მათ.

აკადემიამ დახურა 2018 წლის სეზონი და საახალწლო დასვენების შემდეგ, ახალ წრეზე წავა. ჩვენთვის, ჩვენი დიდი გუნდისთვის ეს ახალი გამოწვევების წრე იქნება, რომელიც ჩვენმა დიდმა ოჯახმა ერთად უნდა გაიაროს. აკადემია ტემპს არ აგდებს.

წარმოუდგენელი იქნებოდა აკადემიის წინსვლა და წარმატება აკადემიის ყველა წევრის სრული ჩართულობის გარეშე. ჩვენი ვერ ვიქნებოდით იქ, სადაც ვართ გამოცდილი და კვალიფიციური პერსონალის გარეშე. ეს საერთო და თავდადებული მუშაობის შედეგია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აკადემიის ყველა თანამშრომელს.

აკადემიის სახელით ვულოცავ ახალ წელს სრულიად საქართველოს და გპირდებით, რომ ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი ყველაფერს გააკეთებს ქართული კალათბურთის განვითარებისთვის.

მინდა მოგილოცოთ დამდეგი დღესასწაულები, გისურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება და წინსვლა.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121864