თამაშგარე

10:46 | 24.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

პილარ რუბიო “ის თამრო“ აღარ არის

ვეტერანი ესპანელი მცველის, სერხიო რამოსის ცოლი, მოდელი და ტელეწამყვანი პილარ რუბიო დიდი ხნის შესვენების შემდეგ კვლავ გამოჩნდა პირინეული ბულვარული მედიის თვალსაწიერში და გამოჩენისთანავე განაცხადა, რომ იგი “ის თამრო აღარ არის“ და ცხოვრების წესს ძირფესვიანად იცვლის.

მას შემდეგ, რაც პილარ რუბიოს სერხიო რამოსთან, მესამე შვილი ალეხანდრო ეყოლა, ერთ-დროს თავაშვებულმა ქალბატონმა უკუადგო “ჟამნი წარსულისაი“ და საბოლოოდ მოირგო დედისა და მეოჯახე ქალის იმიჯი, რაც ესპანელი ჟურნალისტების მტკიცებით, თამამ ფოტოსესიაში მონაწილეობაზე არანაკლებად კარგად გამოსდის.

სერხიო რამოსმა ცოლს ამ ორიოდე წლის წინ, სუპერ-თანამედროვე იახტა აჩუქა, რომელიც წყვილმა სულ რამდენჯერმე გამოიყენა. ახლა კი ცხოვრების წესშეცვლილ რუბიოს ქალს იმ დიდებულ იახტაზე წამოდრანგვა აღარაც კი ახსოვს და სულ სხვა საფიქრალს წაუღია მისი გონება. ისე კი, მართლა საბოლოოდ დაცხრა თუ არა სენიორა პილარი, ამას მომავალი გვაჩვენებს...

0.166057