ფეხბურთი

22:57 | 23.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: „ტოტენჰემი“ - ყველაზე ახლოს ლიდერებთან

ვის არ სჯერა, რომ „ტოტენჰემს“ ტიტულის მოგება არ შეუძლია? ასეთი წინადადებით დაიწყო „ევერტონ“ – „ტოტენჰემის“ მატჩის მიმოხილვა Daily Mail-მა. მართლაც, მაურისიო პოჩეტინოს გუნდი ლიდერებთან ყველაზე ახლოსაა, გამართულდ თამაშობს და რატომაც არა.

ამჯერად „დეზების“ მსხვერპლი „ევერტონი“ გახდა. ჰარი კეინმა და კორეელმა სონმა დუბლი მიითვალეს, თითო გოლიც საკუთარ მონაგარს ალიმ და ერიკსენმა მიუმატეს.

კეინის დუბლი ერთგვარად ისტორიულიც გამოდგა. ის მეორე ფეხბურთელი აღმოჩნდა, რომელმაც ზედიზედ ოთხ მატჩში ორი და მეტი გოლი გაიტანა ერთი გუნდის კარში. მანამდე ასეთი რამ მხოლოდ „ლივერპულის“ ლეგენდარულ შემტევს, მაიკლ ოუენს მოეხერხებინა.

ამრიგად, „ტოტენჰემმა“ ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიმარჯვა პრემიერლიგაში. ევერტონელებმა კი მოუგებელი სერია ხუთ შეხვედრამდე გაზარდეს (ორი ფრე და სამი წაგება).

ეს მე-18 ტურის ბოლო მატჩი გახლდათ. შემდეგი ტური კი მალევე, ოღონდ შობის შემდეგ, 26-27 დეკემბერს გაიმართება.

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-18 ტური. 23 დეკემბერი

ევერტონი - ტოტენჰემი 2:6

ლივერპული. „გუდისონ პარკი.“ 39 319

1:0 უოლკოტი (21), 1:1 სონი (27), 1:2 ალი (35), 1:3 კეინი (42), 1:4 ერიკსენი (48), 2:4 სიგურდსონი (51), 2:5 სონი (61), 2:6 კეინი (74)

ევერტონი: პიკფორდი, კოულმენი, დინი, ზუმა, კინი, სიგურდსონი (ტოსუნი 83), გომეში (შნაიდერლინი 53), დევისი, უოლკოტი, კალვერ-ლევინი, რიშარლისონი (ბერნარდი 75)

მწვრთნელი: მარკო სილვა

ტოტენჰემი: ლორისი, ალდერვეირელდი, ტრიპიერი, დევისი, სანჩესი, სისოკო (მოურა 83), ერიკსენი, ალი (ლამელა 46), ვინკსი, სონი (სკიპი 79)ს, კეინი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

მსაჯი: პოლ ტირნი

გაფრთხილება: ტრიპიერი (32), ერიკსენი (71)

Loading...
სტატისტიკა
0.278547