ფეხბურთი

23:22 | 23.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ვოლფსბურგმა" პირველი წრე ევროზონაში დაასრულა

გერმანიის ბუნდესლიგაში 2018 წელი დასრულდა. დასრულდა ორი მატჩით და პირველი წრის სურათიც ცნობილია.

„ვოლფსბურგი“ ევროპა ლიგის ზონაში გამოზამთრებს. „მგლებმა“ პირველი წრე მაღალ დონეზე ჩაატარეს და მეხუთე ადგილზე რომ არიან, შემთხვევითობა სულაც არაა. „ვოლფსბურგმა“ მორიგი გამარჯვება „აუგსბურგთან“ სტუმრად მოიპოვა, სადაც სტუმრები უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ და ანტრაქტამდე მიიღეს კომფორტული უპირატესობა - 2:0. თუმცა, მეორე ნახევარში მასპინძლებმა არაფერი დათმეს, გათანაბრებაც მოახერხეს. მაგრამ, 89-ე წუთზე გერჰარდტის გოლით „ვოლფსბურგმა“ გამარჯვება მაინც მოპივა და სეზონის პირველი ნაწილი 28 ქულით დაასრულა. შორის, არც ჩემპიონთა ლიგის ზონაა - 3 ქულაში.

წლის ბოლო შეხვედრა კი ზინსჰეიმში შედგა, სადაც „ჰოფენჰაიმმა“ და „მაინცმა“ ქულები გაიყვეს. გუნდებმა გოლები მატჩის დასაწყისშივე გაცვალეს და მერე მცდელობის მიუხედავად გამარჯვების გოლი ვერცერთმა გაიტანა.

„აუგსბურგი“ – „ვოლფსბურგი“ 2:3 (0:2)

გოლები: 0:1 გილავოჯი (33), 0:2 ვილიამი (41), 1:2 ხედირა (49), 2:2 კორდოვა (59), 2:3 გერჰარდტი (89)

„ჰოფენჰაიმი“ – „მაინცი“ 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 დემირბაი (11), 1:1 მატეტა (16)

თეგებიბუნდესლიგა
0.110794