ფეხბურთი

21:51 | 23.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

კამპოსი: „მბაპე რონალდუზე მეტ „ოქროს ბურთს“ მოიგებს“

ფრანგული „ლილის“ სპორტულ დირექტორს და ამავდროულად კრიშტიანუ რონალდუს ახლო მეგობარს, ლუის კამპოსს, მიაჩნია, რომ თავის დროზე „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი, კილიან მბაპე მეტ „ოქროს ბურთს“ მოიგებს, ვიდრე პორტუგალიელი ვარსკვლავი (რონალდუს „ოქროს ბურთი“ ხუთჯერ მოუხვეჭია).

„კილიანი შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს. ეს სწორედ ის ფეხბურთია, რომელიც ყველას აღგვაფრთოვანებს. უმაღლესი კლასის შემსრულებელია. მას „რეალის“ მაისურით ვხედავ, რადგან ეს არის კლუბი, რომელშიც ყველა დიდი ფებურთელს სურს თამაში. უკვე წარმომიდგენია, როგორ მივდივარ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მბაპეს შოუთი დასატკბობად.

დღეისათვის მბაპე ნეიმარზე უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშეა პსჟ-სთვის. და თუ მის ასაკსაც გავითვალისწინებთ (20 წლისაა), შეუძლია კრიშტიანუზე უკეთესი გახდეს. ვფიქრობ, კილიანი რონალდუზე მეტ „ოქროს ბურთს“ მოიგებს.“ - უთხრა კამპოსმა ესპანურ AS-ს.

0.113612