ფეხბურთი

18:43 | 23.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლევერკუზენი" ბოშმა ჩაიბარა

"ლევერკუზენის" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ჰაიკო ჰერლიხი გაათავისუფლა და მის შემცვლელად პიტერ ბოში დანიშნა. როგორც გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ჰოლანდიელი სპეციალისტი "ბაიერს" 2020 წლის ივლისამდე გაწვრთნის.

17 ტურის შემდეგ "ლევერკუზენი" ბუნდესლისგის სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზე 24 ქულით იმყოფება. ბოში ბოლოს "დორტმუნდს" წვრთნიდა, თუმცა წარუმატებელი თამაშის გამო ჰოლანდიელი გაათავისუფლეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111916