კალათბურთი

16:23 | 23.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანდრონიკაშვილის 6 ქულა და მარცხი ლიდერთან

რატი ანდრონიკაშვილის “მირაფლორესი” შინარ კედლებში ესპანეთის რანგით მე-4 ლიგის (EBA) A-A ჯგუფის ლიდერ “ეასოს” დაუხვდა და დრამატულ ბრძოლაში 79:80 წააგო.

17 წლის ქართველი კალათბურთელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 13:06 წუთში 6 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.
რატიმ 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
“მირაფლორესს” 6 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 13 იანვარს, სტუმრად, “ვალე დე ეგუესთან” გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115378