20 წლის ქართველმა კალათბურთელმა ლუკა ბულაშვილმა ესპანეთში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. რანგით მე-4 ლიგის (EBA) A-B ჯგუფში ლუკას “კულერედო” მანამდე ლიდერ “ლეონს” დაუხვდა და ჩვენებურის ლიდერობით 95:88 იმარჯვა.
ბულაშვილი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 33:59 წუთში 28 ქულა, 2 მოხსნა, 4 პასი, 5 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
ქართველმა ლეგიონერმა 8-დან 7 ორქულიანი, 11-დან 3 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაჯარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ლუკას სარგებლიანობის კოეფიციენტი 29-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
“კულერედომ” 8 მოგება და 3 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ-მეხუთე ადგილებს ინაწილებს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, ლიდერის რანგში მოგვევლინა.
ბულაშვილის გუნდს მომდევნო მატჩი უკვე გაისად, 13 იანვარს, სტუმრად, ერთ-ერთჱუშუალო კონკურენტ “ინოვა ჩეფთან” ელის.