ფეხბურთი

20:23 | 23.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბატშუაი შესაძლოა "კრისტალ პალასში" გადავიდეს

ბელგიის ეროვნული ნაკრების და "ჩელსის" საკუთრებაში მყოფი მიში ბატშუაი შესაძლოა "კრისტალ პალასში" იჯარის წესით გადავიდეს. თავდამსხმელი ამჟამად "ვალენსიაშია" განათხოვრებული, თუმცა ესპანური კლუბი ფეხბურთელის ინგლისში დაბრუნებაზე ფიქრობს. აღნიშნული ინფორმაცია Het laatste Nieuws-მა გაავრცელა.

"ღამურებმა" ბატშუაი მიმდინარე წლის ზაფხულში დაიმატეს და გამოსყიდვის უფლებაც აქვთ, თუმცა მიშიმ 20 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ხელმძღვანელობა თავდამსხმელის ასპარეზობით უკმაყოფილოა. ლონდონელები კი "კრისტალ პალასს" ნახევარწლიან იჯარას შესთავაზებენ.

"ჩელსიმ" ბელგიელი 2016 წელს "მარსელიდან" დაიმატა. "არისტოკრატების" წინა მწვრთნელის ანტონიო კონტეს გეგმებში ბატშუაი არ შედიოდა და გასული სეზონის ნახევარი ფეხბურთელმა "დორტმუნდში" გაატარა, სადაც 14 შეხვედრაში თავი ცხრაჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113526