გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის შვიდი შეხვედრა გაიმართა.
დრამატული და უხვქულიანი შეხვედრა გაიმართა ვაშინგტონში, სადაც „ვიზარდსი“ „ფინიქს სანსს“ დაუპირისპირდა. შეხვედრაში სამი ოვერტაიმი დაინიშნა. მატჩის ძირითადი დრო 109:109 დასრულდა. პირველ დამატებით 5-წუთეულში „ფინიქსის“ ლიდერს დევინ ბუკერს შეეძლო გუნდისთვის გამარჯვება მოეპოვებინა, მაგრამ ორიდან ერთი საჯარიმო სროლა გამოიყენა და ანაგარიში ისევ საყაიმო 122:122 იყო. მეორე ოვერტაიმიც ქულა-ქულაში მიდიოდა და 132:132 დასრულდა. მესამე დამატებით 5-წუთეულში დედაქალაქელებმა უკეთ ითამაშეს და საბოლოოდ „ვიზარდსმა“ 149:146 მოიგო. ბრედლი ბილს 40 ქულა, 15 მოხსნა და 11 მოხსნა ჰქონდა. „ფინიქსში“ დევინ ბუკერი 33 ქულით და 14 პასით გამოირჩა.
„გოლდენ სტეიტმა“ შინ „დალასი“ 120:116 დაამარცხა. „მეომრებმა“ მესამე პერიოდის ბოლოს უპირატესობა მოიპოვეს და მატჩის ბოლომდე ტეხასელები მდევრის როლში გახლდნენ. ყველაზე მეტი 29 ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა და 12 მოხსნაც ჰქონდა. „დალასში“ 25 ქულით უესლი მეთიუსი გამოირჩა.
ტეხასური დერბი გაიმართა ჰიუსტონში, სადაც ადგილობრივი „როკეტსი“ „სან ანტონიოს“ დაუპირისპირდა და 108:101 დაამარცხა. შეხვედრაში გადამწყვეტი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელიც ჰიუსტონელებმა 43:26 მოიგეს. მატჩში საუკეთესო ჯეიმს ჰარდენი იყო, რომელმაც გუნდს 39 ქულა, 10 პასი და 4 მოხსნა შესძინა. „სან ანტონიოში“ 28 ქულით დემარ დეროზანი გამოირჩა.
„კლიპერსი“ – „დენვერი“ 132:111 (34:26, 34:33, 35:27, 29:25)
https://www.youtube.com/watch?v=xBt-pqLZUkc
„ვაშინგტონი“ – „ფინიქსი“ 149:146 (33:29, 22:26, 28:24, 26:30, ო.ტ. 40:37)
https://www.youtube.com/watch?v=1g3jsvlIx_o
„ფილადელფია“ – „ტორონტო“ 126:101 (29:30, 36:29, 26:20, 35:22)
https://www.youtube.com/watch?v=Q9C6xEK3__g
„ჰიუსტონი“ – „სან ანტონიო“ 108:101 (28:26, 13:17, 43:26, 24:32)
https://www.youtube.com/watch?v=22Enyb7hUYU&t=2s
„მაიამი“ – „მილოუკი“ 94:87 (21:8, 16:30, 35:20, 22:29)
https://www.youtube.com/watch?v=e32EXpdpccs
„გოლდენ სტეიტი“ – „დალასი“ 120:116 (28:31, 30:30, 36:26, 26:29)
https://www.youtube.com/watch?v=edk5b8poOxc
„იუტა“ – „ოკლაჰომა“ 106:107 (32:26, 29:32, 20:35, 25:14)
https://www.youtube.com/watch?v=Eew8-PcXPNE







