კალათბურთი

21:06 | 22.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

“დელტამ “თსუ-ჰიუნდაის” 79:72 მოუგო

დღეს თბილისში, 1 მატჩით დაიწყო სუპერლიგის მე-7 ტური. ოლიმპიურ სასახლეში თბილისური გუნდები – “დელტა” და “თსუ-ჰიუნდაი” შეხვდნენ. სუპერლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა “თსუ-ჰიუნდაიმ” სუსტი მატჩი ჩაატარა და მიმდინარე სეზონში მე-2 დამარცხება განიცადა. თავის მხრივ, “დელტამ” ჩემპიონატში მე-4 გამარჯვებას უწია და დაკარგული ქულების მხრივ ცხილში დაწინაურდა. შეგახსენებთ, რომ “მე-6 ტურის მატჩი “დელტა” – “ტიტები” გუნდების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაიდო.

“დელტამ” თამაში ძალიან სწრაფად და რაც მთავარია, შედეგიანად დაიწყო. სამქულიანებითა თუ სწრაფი პირველი შეტევებით ლექსო ლაფანაშვილის გუნდი ქულას ქულაზე იხვეჭდა და პირველი პერიოდი 25:12 მოიგო, ხოლო დიდი შესვენებისთვის ლიდერობა 16 ქულამდე გაზარდა – 43:27.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა რამდენჯერმე აიღო წუთშესვენება, თუმცა პირველ ნახევარში თსუ-ჰიუნდაელთა თამაში ვერ გამოასწორა. მესამე პერიოდში “დელტას” ლიდერობამ 20 ქულას გადააჭარდა, რაც თითქმის უკვე “დელტას” გამარჯვებას ნიშნავდა. მართალია, დებიუტანტი ბენჯამინ ვოზოლასა და მის თანაგუნდელთა მონდომებით ბოლო პერიოდში “თსუ-ჰიუნდაიმ” 5 ქულამდე შეამცირა ჩამორჩენა, თუმცა თამაშის მოსაგებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. “დელტას” კალათბურთელებმა გააზრებულად ჩაითამაშეს მატჩის ბოლო წუთები და გამარჯვებამდე მივიდნენ – 79:72.

15 ქულითა და 9 მოხსნით “დელტას” ბექა ბექაურმა ულიდერა. 13 ქულა მიითვალა არტიომ შვეცმა, ხოლო ოთარ ფხაკაძის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა. “თსუ-ჰიუნდაიში” 16 ქულით საუკეთესო იყო ამერიკელი დებიუტანტი ბენჯამინ ვოზოლა. 12 ქულა მოაგროვა ჯეიმზ მილიკანმა.

მე-7 ტურის დარჩენილი 4 შეხვედრა 22 და 23 დეკემბერს გაიმართება.

დელტა – თსუ-ჰიუნდაი
სტატისტიკა: 79:72

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164967