ფეხბურთი

16:28 | 22.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსი: "მოურინიოზე საუბრით დავიღალე"

მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა განაცხადა, რომ მოურინიოზე საუბრით დაიღალა. ესპანელმა მცველმა კომენტარი პორტუგალიელის „რეალში“ შესაძლო დაბრუნებაზე გააკეთა და მიანიშნა, რომ „სამეფო კლუბს“ ჟოზე არ სჭირდება.

„მოურინიოს გარეშე 5 წელი გავატარეთ. ამ პერიოდში მოვიგეთ ბევრი ტიტული და დღესაც შეგვიძლია კიდევ ერთი თასის მოგება. თქვენ კი, ისევ მოურინიოს შესახებ საუბრობთ. მე დავიღალე მასზე საუბრით“, - განაცხადა რამოსმა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერიდან“ გათავისუფლების შემდეგ მოურინიო „რეალს“ დაუკავშირეს. გავრცელებული ცნობით, ფლორენტინო პერესს დიდი სურვილი აქვს, რომ „განსაკუთრებული“ ზაფხულში ისევ დააბრუნოს მადრიდელთა თავკაცის პოსტზე.

0.06141