ფეხბურთი

23:03 | 21.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალი U19: საქართველო 0:1 ლატვია

საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებმა უეფას 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის მეინ-რაუნდისთვის მზადების პროცესში ლატვიის 19-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული ამხანაგური შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა და სტუმართა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. ლატვიელთა მხრიდან გამარჯვების გოლი მე-15 წუთზე ედგარს ტარაკანოვსმა გაიტანა.

საქართველო 0:1 ლატვია

თბილისი, ოლიმპიური სასახლე

საქართველო: დვალიშვილი, ბექაური, ღავთაძე, ჩადუნელი, ხარატიშვილი

სათადარიგო შემადგენლობა: ცქიტიშვილი, ბახუტაშვილი, მოგელაძე, ჩადუნელი, კოშაძე, ზუნტუროვი, კუხიანიძე, ნადარეიშვილი, ბერიაშვილი, კურტანიძე, სვანიძე

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

ლატვია: სკესტერს-კამბალსი, ივენკოვსი, ცვეტკოვსი, ილინსი, ტარაკანოვსი

სათადარიგო შემადგენლობა: ცირულისი, კულეპოვსი, დანილოვსი, მედვედინსი, კოზლოვსკისი, სინაკოვსი, მალისევსი, ჯეფიმოვსი, ნოვიკოვსი, ბარონოვსკისი

მთავარი მწვრთნელი: არტურ სკეტოვსი

მსაჯები: არსენ ნონიკაშვილი, ზვიად ბლიაძე, დავით ახვლედიანი

გაფრთხილება: 10' ნადარეიშვილი, 13', 39' ბექაური, 36' ჩადუნელი

გაძევება: 39' ბექაური

გოლი: 0:1 ტარაკანოვსი (15)

საქართველოსა და ლატვიის 19-წლამდე ნაკრებებს შორის მეორე ამხანაგური მატჩი 22 დეკემბერს 16:00 საათზე, კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

www.gff.ge

თეგებიფუტსალი
0.123365