ფეხბურთი

22:17 | 21.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძე იანვარში "სპარტაკს" დატოვებს

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე დიდი ალბათობით, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში „სპარტაკს“ დატოვებს. როგორც Sport Inside იტყობინება, „სახალხო გუნდმა“ ანანიძის აგენტს უკვე აცნობა, რომ ჯანომ იანვარში ახალი გუნდი უნდა მოძებნოს.

ქართველი ნახევარმცველის გარდა, იგივე მდგომარეობაში ალექსანდრ სამედოვი, ივაილო პოპოვი და სალვატორე ბოკეტიც არიან.

ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას ანანიძე, რომელსაც მოსკოველებთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. შეგახსენებთ, რომ 26 წლის ქართველმა ბოლო ერთ წელიწადში ორი უმძიმესი ტრავმა გადაიტანა და ამის გამო მიმდინარე სეზონში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა (1 რუსეთის ჩემპიონატში, ერთი რუსეთის თასზე და ერთიც ევროპა ლიგაზე) და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064219
სარეკლამო ადგილი - 99
X x X