ფეხბურთი

21:33 | 21.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

მანჯუკიჩი "იუვენტუსთან" გაახანგრძლივებს

"იუვენტუსის" 32 წლის ფორვარდი მარიო მანძუკიჩი კლუბთან კონტრაქტს 2019 წლის იანვრის თვეში გაახანგრძლივებს, აღნიშნულ ინფორმაციას tuttosport.com-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, მხარეები ახალი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებულები არიან. მარიოს ხელფასი სეზონში 4.5 მილიონ ევროდან 7.5 მილიონ ევრომდე გაეზრდება.

გავრცელებული ინფორმაციით, მარიო ტურინში 2022 წლამდე დარჩება.

ფორვარდი "იუვენტუსში" 2015 წელს "ატლეტიკოდან" გადავიდა. მას შემდეგ მანჯუკიჩმა "ბებერი ქალბატონის" მაისური ყველა ტურნირზე 147-ჯერ მოირგო და 42 გოლი გაიტანა.

0.118902