ქართველი მოჭიდავეები 2019 წლის სეზონს შიდა კონკურენციით გახსნიან. 10-13 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლე საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს, როგორც თავისუფალი, ისე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში. სწორედ საქართველოს პირველობის შედეგებით გამოიკვეთება საქართველოს ნაკრების შემადგენლობა, რომელიც საერთაშორისო შეჯიბრებებში ჩაერთვება.
ორივე სტილით მოჭიდავეთა სამწვრთნელო შტაბებისა და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი გადაწყვეტილებით, შიდა კონკურენციაში მონაწილეობის მიღება ნაკრების გამოცდილი წევრებისთვისაც სავალდებულოა.
2019 წლის სეზონი მოჭიდავეთათვის უმნიშვნელოვანესი იქნება, რადგან დაიწყება ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების გათამაშება. რაც შეეხება წლის უმთავრეს შეჯიბრებებს - ევროპის ჩემპიონატი 8-14 აპრილს ბუქარესტში გაიმართება, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატი 14-22 სექტემბერს - ასტანაში.
საქართველოს 2018 წლის ჩემპიონატის განრიგი
10 იანვარი
თავისუფალი - 65, 79, 86 და 97 კილოგრამი წონითი კატეგორიები.
ბერძნულ-რომაული - 55, 67 და 87 კილოგრამები
წინასწარი ეტაპის შეხვედრები 11:00 – 15:00 საათებში
ნახევარფინალები - 17:00 საათიდან
11 იანვარი
თავისუფალი - 61, 70 და 125 კილოგრამები.
ბერძნულ-რომაული - 60, 72, 97 და 130 კილოგრამები
წინასწარი ეტაპის შეხვედრები 11:00 – 15:00 საათებში
ნახევარფინალები - 16:00 საათიდან
17:15 საათიდან მედლების გათამაშება (თავისუფალი - 65, 79, 86 და 97 კგ. ბერძნულ-რომაული - 55, 67 და 87 კგ)
12 იანვარი
თავისუფალი - 57, 74 და 92 კილოგრამები.
ბერძნულ-რომაული - 63, 77 და 82 კილოგრამები
წინასწარი ეტაპის შეხვედრები 11:00 – 15:00 საათებში
ნახევარფინალები - 16:00 საათიდან
17:15 საათიდან მედლების გათამაშება (თავისუფალი - 61, 70 და 125 კგ. ბერძნულ-რომაული - 60, 72, 97 და 130 კგ)
13 იანვარი
თავისუფალი - 57, 74 და 92 კილოგრამები.
ბერძნულ-რომაული - 63, 77 და 82 კილოგრამები
ფინალური შეხვედრები - 15:00 საათიდან