ცსკა-ს ესპანელმა გამთამაშებელმა სერხიო როდრიგესმა ევროლიგის მე-14 ტურის მატჩში „ეფესთან“ (102:84) მოგებულ შეხვედრაში 8 ქულა და 4 პასი მოაგროვა.
ევროლიგაში როდრიგესი გახდა მეხუთე კალათბურთელი, რომელსაც 1000-ზე მეტი შედეგიანი გადაცემა აქვს გაკეთებული.
ევროლიგის ხუთი საუკეთესო მეპასე:
- ვასილის სპანულისი - 1362 - პასი
- დიმიტრის დიამანტიდისი - 1255
- მილოშ ტეოდოსიჩი - 1126
- თომას ერტელი - 1079
- სერხიო როდრიგესი - 1002