კალათბურთი

11:17 | 21.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

„მაიამიმ“ „ჰიუსტონს“ აჯობა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორი შეხვედრა გაიმართა.

„მაიამი ჰიტმა“ შინ „ჰიუსტონი“ 101:99 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდის ერთი მონაკვეთი აღმოჩნდა, რომელიც მაიამელებმა შვიდი ქულით მოიგეს, რითაც დაწინაურდნენ და მატჩის ბოლომდე ტეხასელები მდევრის როლში აღმოჩნდნენ. „ჰიუსტონის“ გამთამაშებელმა კრის პოლმა მარცხენა მუხლის ქვედა მყესი დაიზიანა. ჯერჯერობით უცნობია პოლის დაზიანება რამდენად სერიოზულია. ჯეიმს ჰარდენი 35 ქულით, 12 პასით და 6 მოხსნით გამოირჩა. „მაიამიში“ 22 ქულით საუკეთესო რიჩარდსონი იყო.

„კლიპერსმა“ საკუთარ დარბაზში „დალასი“ 125:121 დაამარცხა. შეხვედრაში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდის ბოლო წუთები აღმოჩნდა. „დალასი“ 111:109-ს იგებდა, თუმცა ლოს ანჯელესელებმა ზედიზედ 10 უპასუხო ქულა ჩააგდეს, 119:111 დაწინაურდნენ და შეხვედრის ბედი ამ მომენტში გადაწყდა. 32 ქულით „დალასში“ საუკეთესო ლუკა დონჩიჩი გახლდათ, ხოლო „კლიპერსში“ დანილო გალინარი ასევე 32 ქულით გამოირჩა.

„მაიამი“ – „ჰიუსტონი“ 101:99 (21:33, 32:25, 29:18, 19:23)

https://www.youtube.com/watch?v=NTKNN1mCnBg


„კლიპერსი“ – „დალასი“ 125:121 (30:27, 35:27, 24:28, 36:39)

https://www.youtube.com/watch?v=8jsporRRTY8

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.171406