ფეხბურთი

9:53 | 21.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

სანჩესმა, როხოს, მოურინიუს წასვლის გამო, 20 ათასი გირვანქა მოუგო

„მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევს, ალექსის სანჩესს, გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიუს გათავისუფლებაზე ფსონი დაუდია და არგენტინელი თანაგუნდელისთვის, მარკოს როხოსთვის 20 ათასი გირვანქა მოუგია. გვამცნობს The Sun.

გამოცემოს ინფორმაციით, ჩილელმა, Whatsapp-ის მესენჯერში დაწერა: „ხომ გეუბნებოდი. მოთმინება - მხოლოდ ეს იყო საჭირო. როხო, შენ ჩემი 20 ათასი გმართებს.“

სანჩესი აქამდეც არ მალავდა თავის უარყოფით დამოკიდებულებას პორტუგალიელი მწვრთნელის მოიმართ. მიაჩნდა, რომ უსამართლოდ ექცევიან და ძალიან ცოტა სათამაშო დროს აძლევენ. ზამათარში ის გუნდის გამოცვლასაც გეგმავდა.

წლევანდელ სეზონში, „იუნაიტედის“ მაისურით, სანჩესმა მხოლოდ 10-ჯერ ითამაშა.

0.112607