მექსიკის ქალაქ მონტერეიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია, წარმატებულად ასპარეზობს საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა.
წყვილთა შეჯიბრში მე-2 ნომრად განთესილმა შაფათავას და არგენტინელმა ფლორენსია მოლინეროს დუეტმა მექსიკელ ერმოსოს და ესპანელ პოუს-ტიოს 6:3, 6:4 სძლიეს და ნახევარფინალში გააღწიეს, სადაც ბრაზილიელი სეს და თურქი ოზგენის დუეტს გაეჯიბრებიან.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი ერთეულთა შეჯიბრის მერვედფინალშიცაა გასული, სადაც მე-7 რეიტინგის მქონე სლოვენიელ ნასტია კოლარს ეთამაშება.