1952 – დაიბადა ვლადიმერ გუცაევი. თბილისის “დინამოს” ღირსებას იცავდა 16 სეზონის განმავლობაში (1971-86). კლუბის შემადგენლობაში ჩაატარა: ჩემპიონატის 304 მატჩი (47 გოლი), საკავშირო თასის გათამაშების 45 (9), საერთაშორისო 89 (27), მათ შორის ევროთასების 34 (8). თასების მფლობელთა თასის გათამაშების მფლობელი (1981). საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), პირველობის ვერცხლის მედლის მფლობელი (1977) და 5-გზის ბრინჯაოს პრიზიორი (1971, 1972, 1976 გაზაფხული-შემოდგომა, 1981). საკავშირო თასის 2-გზის მფლობელი (1976, 1979) და ფინალისტი (1980). საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში ითამაშა 11 მატჩი, გაიტანა 1 გოლი. მსოფლიოსა (1974, 1982) და ევროპის (1980) ჩემპიონატების შესარჩევი მატჩების მონაწილე. ევროპის ახალგაზრდული პირველობის გამარჯვეული (1976). “33 საუკეთესოთა” სიაში მოხვდა 6-ჯერ (1972, 1978, 1979 – პირველ ნომრად, 1976, 1977, 1981 – მე-2-ე ნომრად). სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვლადიმერ გუცაევი მუშაობდა თბილისის “დინამოს” მწვრთნელად (1987-90), იყო კვიპროსის ფამაგუსტას “ანორთოსისა” (1987-1990) და ვლადიკავკაზის “სპარტაკ-ალანიას” (1994-95), ასევე საქართველოს ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებების დამრიგებელი. სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიგო ჩვენმა ნაკრებმა ერთადერთი ტურნირი (1998, მალტა). ვლადიმერ გუცაევი იყო საქართველოს სპორტკომიტეტის ფეხბურთის სამმართველოს უფროსი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1849 - აშშ-ში მოციგურავეთა პირველი კლუბი დაარსდა.
1938 - სან სებასტიანში "დიარიო მარკას" პირველი ნომერი გამოვიდა.
1941 - “ჩიკაგო ბიარზი” ამერიკულ ფეხბურთში ეროვნული ლიგის (NFL) ჩემპიონი გახდა.
1975 - დევისის თასის 64-ე გათამაშების ფინალში, შვეციის ეროვნულმა გუნდმა ჩეხოსლოვაკიის ნაკრებს 3:2 მოუგო. მატჩი სტოკჰოლმში ჩატარდა.
1975 - ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, “ბუფალო სეიბრზმა” “ვაშინგტონ კეპიტალზს” 4 წუთსა და 57 წამში, 5 შაიბა გაუტანა.
1976 - საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშების განმეორებით შეხვედრაში, ბრაზილიის ბელუ ორიზონტეს “კრუზეირომ” მიუნხენის “ბაიერნთან” 0:0 ითამაშა. პირველი მატჩი გერმანელებმა 2:0 მოიგეს და საპატიო პრიზის მფლობელები გახდნენ.
1979 - გარი უნგერმა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (NHL) ზედიზედ 914-ე შეხვედრა ჩაატარა.
1981 - ამერიკულ სტუდენტურ საკალათბურთო ლიგაში (NCAA), “ცინცინატიმ” “ბრედლი” მე-7-ე ოვერტაიმში დაამარცხა (75:73).
1983 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მატჩებში ზედიზედ განცდილი 28 მარცხის შემდეგ, “ინდიანა პეისერზმა” პირველი მატჩი მოიგო.
1986 - დევისის თასის 75-ე გათამაშების ფინალში, ავსტრალიის ეროვნულმა გუნდმა შვეციის ნაკრებს 3:2 მოუგო. მატჩი მელბურნში ჩატარდა.
1995 - გერმანელმა მარტინა ერტლმა გიგანტურ სლალომში მესამედ მოიგო მსოფლიოს თასი.
1997 - “მანჩესტერ იუნაიტედის” დანიელი გოლკიპერის პეტერ შმეიხელის მიერ “ნიუკასლთან” მატჩის მსვლელობისას მოგერიებული ბურთი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ “ათწლეულის სეივად” აღიარა.
2000 - საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი დემეტრაძემ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის კლუბ “რეალ სოსიედადთან” გააფორმა კონტრაქტი.
2008 - იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს საფეხბურთო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედმა” ეკვადორის კიტოს ლდუ-ს 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი 73-ე წუთზე უეინ რუნიმ გაიტანა.
2009 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული პირველობის მატჩში “საკრამენტო კინგზი” საფინალო სირენამდე 8 წუთითა და 50 წამით ადრე “ჩიკაგო ბულზთან” 35 ქულის სხვაობით მარცხდებოდა, თუმცა, საბოლოოდ შეხვედრის მოგება მაინც მოახერხა 102:98.
2012 - ნაციონალური საკალათბურთო ლიგის მატჩში საქართველოს ნაკრებისკაპიტანმაზაზაფაჩულიამისტორიული შედეგი დაამყარა: ოკლაჰომასთან შეხვედრის მეორე პერიოდში, მეოთხეწუთზეორქულიანიჩააგდო, ატლანტა ჰოქსი 34:27 დააწინაურა და NBA-ში 4500-ე ქულა მიითვალა.
4500-ქულიან ნიშნულს ზაზა ფაჩულიამ მე-600 მატჩში მოუყარა თავი. საბოლოოდ,ოკლაჰომასთანშეხვედრაში ზაზამ 18 წუთში 6 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, მისი გუნდიკი92:100დამარცხდა.
2013 - ლუის სუარესმა ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა “ლივერპულთან” და კვირაში 200 ათასიანი ხელფასით, მერსისაიდელთა 121 წლიან ისტორიაში ყველაზე მაღალანზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. “კარდიფთან” მან დუბლი გაიფორმა და პირველი მოთამაშე შეიქნა პრემიერლიგაში, ვისაც ერთი თვის განმავლობაში ათჯერ გაუტანია.
2013 - მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში "ბაიერნმა" "რაჯა კასაბლანკა" 2:0 დაამარცხა.
2013 - რონალდინიომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის მატჩში ჩინურ “გუანჯოუს” საჯარიმო დარტყმით გაუტანა. ეს “რონის” საჯარიმოთი გატანილი 65-ე გოლია და ამ მაჩვენებლით გაუტოლდა ინგლისელ დევიდ ბექჰემს.
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ვინ რამდენი საჯარიმო გაიტანა, ასეთი სტატისტიკა 1990 წლამდე არ არსებობდა. აი, მას შემდეგ კი რეკორდსმენი გახლავთ რონალდინიოს თანამემამულე ჟუნინიო პერნამბუკანო - 75 გოლი.
ამ დღეს დაიბადნენ
1892 - უოლტერ ჰაგენი. ამერიკელი გოლფისტი. 1914-19 წლებში მოიგო 11 მნიშვნელოვანი ტურნირი. 5-ჯერ იყო აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი, აქედან 4-ჯერ – ზედიზედ. ჰაგენი გამოირჩეოდა ფეთქებადი ხასიათით.
1919 - გერტ ფრედრიკსენი. შვედი მძლეოსანი. კილომეტრზე რბენაში 1948, 1952 და 1956 წლების ოლიმპიური ჩემპიონი.
1951 - სტივ პერიმენი. “ტოტენჰემ ჰოთსპურის” ნახევარმცველი. ჩრდილოლონდონელთა კლუბის შემადგენლობაში ინგლისის პირველობის პირველ ლიგაში ჩატარებული აქვს 655 მატჩი, რაც “ტოტენჰემის” რეკორდია. 1973 წელს თბილისში “დინამოს” წინააღმდეგ უეფას თასის მერვედფინალურ მატჩში იასპარეზა.
1952 - სტივ ფურნისი. ამერიკელი მოცურავე. 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი.
1952 - ვლადიმერ გუცაევი. თბილისის “დინამოს” ღირსებას იცავდა 16 სეზონის განმავლობაში (1971-86). კლუბის შემადგენლობაში ჩაატარა: ჩემპიონატის 304 მატჩი (47 გოლი), საკავშირო თასის გათამაშების 45 (9), საერთაშორისო 89 (27), მათ შორის ევროთასების 34 (8). თასების მფლობელთა თასის გათამაშების მფლობელი (1981). საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), პირველობის ვერცხლის მედლის მფლობელი (1977) და 5-გზის ბრინჯაოს პრიზიორი (1971, 1972, 1976 გაზაფხული-შემოდგომა, 1981). საკავშირო თასის 2-გზის მფლობელი (1976, 1979) და ფინალისტი (1980). საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში ითამაშა 11 მატჩი, გაიტანა 1 გოლი. მსოფლიოსა (1974, 1982) და ევროპის (1980) ჩემპიონატების შესარჩევი მატჩების მონაწილე. ევროპის ახალგაზრდული პირველობის გამარჯვეული (1976). “33 საუკეთესოთა” სიაში მოხვდა 6-ჯერ (1972, 1978, 1979 – პირველ ნომრად, 1976, 1977, 1981 – მე-2-ე ნომრად). სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვლადიმერ გუცაევი მუშაობდა თბილისის “დინამოს” მწვრთნელად (1987-90), იყო კვიპროსის ფამაგუსტას “ანორთოსისა” (1987-1990) და ვლადიკავკაზის “სპარტაკ-ალანიას” (1994-95), ასევე საქართველოს ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებების დამრიგებელი. სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიგო ჩვენმა ნაკრებმა ერთადერთი ტურნირი (1998, მალტა). ვლადიმერ გუცაევი იყო საქართველოს სპორტკომიტეტის ფეხბურთის სამმართველოს უფროსი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
1954 - კრის ევერტი (კრისტინ მარი ევერტი). ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი. ჩოგბურთის თამაში 5 წლის ასაკში მამის, ჯიმი ევერტის (მან 1947 წელს კანადის ჩემპიონატი მოიგო) მეთვალყურეობით დაიწყო. 15 წლის კრისმა იმ პერიოდისათვის პლანეტის ნომერ პირველ ჩოგბურთელს მარგარეტ კორტს მოუგო. “დიდი მუზარადის” ტურნირში პირველად 1971 წელს, 16 წლისამ ითამაშა და ნახევარფინალმდე გააღწია. ამ ეტაპზე კრის ევერტი ბილი ჯინ კინგთან დამარცხდა. კრის ევერტს მოგებული აქვს “დიდი მუზარადის” 18 ტურნირი (ერთეულთა თანრიგში). 3-ჯერ მოიგო წყვილთა შორის. 7-ჯერ აქვს მოგებული საფრანგეთის ღია პირველობა, რისი მიღწევაც სხვა ვერც ერთმა ჩოგბურთელმა ვერ შეძლო. 1974-89 წლებში ევერტი უიმბლდონის ტურნირებზე მინიმუმ მეოთხედფინალში გადიოდა. კრის ევერტს, 1309 მოგების წილ, მხოლოდ 146 მარცხი აქვს განცდილი. ევერტის მოგებათა პროცენტული მაჩვენებელი 90%-ს შეადგენს, რაც სხვებისათვის მიუღწეველია. 1976 წელს დაასახელეს წლის საუკეთესო სპორტსმენად. იგი პირველი ჩოგბურთელი ქალია, რომელმაც საპრიზო სახით მილიონი დოლარი დაიმსახურა. კრის ევერტი დანიშნული იყო ჯიმი კონორსზე, თუმცა, მოგვიანებით მათი ქორწინება ჩაიშალა. მისი პირველი ქმარი ინგლისელი ჩოგბურთელი ჯონ ლოიდი გახლდათ, რომელსაც 1987 წელს გაშორდა. 1988 წელს კრის ევერტი ცოლად სწრაფდაშვებაში 2-გზის ზამთრის ოლიმპიურ ჩემპიონ ენდი მილს გაჰყვა და სამი ბიჭი გააჩინა – ალექსანდერ ჯეიმსი (დაიბადა 1991 წელს), ნიკოლას ჯოზეფი (1994) და კოლტონ ჯეკი (1996).
1959 - ფლორენს გრიფიტ ჯოინერი. ამერიკელი მძლეოსანი. 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე 100, 200 და 100 მეტრზე ესტაფეტით რბენაში მოიპოვა ოქროს მედლები. 100 მეტრზე რბენისას 0,3 წამით აჯობა ეველინ ეშფორდს, ხოლო 200 მეტრზე მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (21.34). იმავე ოლიმპიადაზე 400 მეტრზე ესტაფეტით რბენაში ფლორენს გრიფიტ ჯოინერმა მოიპოვა ვერცხლის მედალი. 200 მეტრზე რბენაში გრიფიტ ჯოინერი 1984 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია. ჯერ კიდევ სპორტსმენობის პერიოდში, გრიფიტი ნარკოტიკების მოხმარებაში იყო ეჭვმიტანილი. ეს ვარაუდი 1998 წლის 21 სექტემბერს მისმა სიკვდილმა გააძლიერა, თუმცა გაკვეთამ გრიფიტ ჯოინერის სხეულში სპორტსმენისათვის აკრძალული პრეპარატების კვალი ვერ აღმოაჩინა.
1960 - მიშელ სვეინი. ამერიკელი ძიუდოისტი ქალი. 1988 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.
1967 - ტერი მილზი. “მაიამი ჰითისა” და “დეტროიტ პისტონზის” კალათბურთელი.
1967 - ერვინ ჯონსონი. “სიეტლ სუპერსონიკსისა” და “მილუოკი ბაქზის” კალათბურთელი.
1971 - სოსო გრიშიკაშვილი. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, თბილისის “დინამოს”, “ლოკომოტივისა” და “თბილისის”, თელავის “კახეთის”, რუსთავის“მეტალურგის”,ვლადიკავკაზის“ალანიას”, ლატვიის დაუგავპილსის “ვენტსპილსისა” დარიგის“დაუგავას”, ფოთის“კოლხეთის”, “ბაკის”და სომხეთის “მიკას” გოლკიპერი. საქართველოსეროვნულნაკრებში ჩატარებულიაქვს 10 მატჩი.
1981 - ლაშა სალუქვაძე. საქართველოს ნაკრების, თბილისის “ლოკომოტივისა” და“დინამოს”,ყაზანის“რუბინის”, გორის “დილას”, ხაბაროვსკის “სკა-ენერგიას”, ბაქოს “ინტერის”მცველი.საქართველოს თასისსამგზის მფლობელი (2000, 2002, 2012). რუსეთის ორგზის ჩემპიონი(2008, 2009).საქართველოს ნაკრებშიჩაატარა 30 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი.
ამ დღეს გარდაიცვალა
1911 - უილიამ მაკგრეგორი. შოტლანდიელი ფეხბურთელი, რომელიც 1876 წლიდან ბირმინგემის “ასტონ ვილაში” თამაშობდა. მაკგრეგორი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის პირველი თავმჯდომარე, შემდეგ კი პრეზიდენტი გახდა.