ლონდონის „არსენალი“ იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას მზადაა მესუთ იოზილის გაყიდვის წინადადებები განიხილოს გვამცნობს The Independent.
გამოცემის ინფორმაციით, „მეთოფეთა“ მთავარი მწვრთნელი, უნაი ემერი, უკმაყოფილო ყოფილა თურქული წარმოშობის გერმანელი ნახევარმცველის ვარჯიშებზე და თამამაშების დროს გარჯით. მაშინ, როცა ესპანელი სპეციალისტი მკაცრ პრესინგისა და მინდორზე ბოლომდე დახარჯვას ითხოვს, იოზილი, ამ მხრივ, დიდ ენთუზიაზმს არ გამოხატავს.
მაგალითად, იოზილი, გუშინწინ, ინგლისის ლიგის თასის ¼ ფინალურ მატჩში, „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ, განაცხადში ვერ მოხვდა. მწვრთნელმა ეს ფაქტი „ტაქტიკური“ მოსაზრებით ახსნა.
„გუნდის ყველა ფეხბურთელი მოხიბლულია ემერის იდეებით, იოზილის გარდა.“ - აღნიშნავს წყარო.
შეგახსენებთ, რომ გერმანელი მსოფლიო ჩემპიონი, „არსენალში“ 2013 წელს გადავიდა 42,5 მილიონ გიქვანქად და მისი ზარმაცობის შესახებ მედიაში პირველად არ იწერება. მსგავსი ცნობები წინა დამრიგებლის, არსენ ვენგერის დროსაც ჩნდებოდა ხოლმე მედიაში.