ჭადრაკი

23:15 | 20.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხუხაშვილის ბრინჯაო ემირატებში

ქართველი მოჭადრაკე სოფიკო ხუხაშვილი (2338) არაბეთის გაერთიანებული ემირატების ქალაქ შარჯაში დასრულებული საერთაშორისო ტურნირის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.

შეჯიბრის დასკვნით მე-9 ტურში ხუხაშვილი შავი ფიგურებით ლიდერ ირინა ბულმაგას (რუმინეთი, 2391) დაუზავდა და 7.0 ქულა მოაგროვა.
შედეგად, სოფიკომ მეორე-მეოთხე ადგილები გაინაწილა, დამატებითი მაჩვენებლებით კი მე-3 პოზიცია ერგო. ჩემპიონი ხსენებულ ბულმაგა გახდა, რომელმაც თავი 7.5 ქულას მოუყარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116257