ფეხბურთი

0:32 | 21.12.2018 | ნანახია 941 - ჯერ

ოფიციალურად: მურილო "ბარსელონას" ფეხბურთელია

კატალონიის „ბარსელონამ“ „ვალენსიას“ კოლუმბიელი მცველი ჯეისონ მურილო გაიფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას „ბლაუგრანას“ ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

მურილომ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კატალონელებს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე იჯარის წესით შეუერთდა. ზაფხულში კი მისი გამოსყიდვა 25 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

„ბარსელონამ“ ცენტრალური მცველის დამატება სამუელ უმტიტისა და ტომას ვერმაელენს ხშირი ტრავმიანობის ფონზე გადაწყვიტა.

26 წლის კოლუმბიელმა „ვალენსიას“ ღირსება მიმდინარე სეზონში 3 შეხვედრაში დაიცვა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:04 | 21.12.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ვალენსიიდან ტოპ კლასის მცველებს იმატებს ბარსელონა მატიე ახლა ეს

15:23 | 21.12.2018
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

მაგ მატიემ ზედიზედ 2 თამაშში გაიტანა რეალი სელტასთან და მაგ გოლებით მოვიგეთ 15ში ორი თამაში საჩემპიონო გოლები შეაგდო :დ

13:48 | 21.12.2018
tevdo (542)

: D 1000000000 %

0.120537