ფეხბურთი

19:30 | 20.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ არეოლას ახალი კონტრაქტი გაუფორმა

ფრანგულმა „პარი სენ ჟერმენმა“ და ალფონს არეოლამ ახალი კონტრაქტი გააფორმეს. როგორც პარიზული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ფრანგი მეკარე „პარკ დე პრენსზე“ 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.

„ეს ძალიან მნიშვენლოვანია, რომ ჩემი კარიერისთვის და პროგრესი გავაგრძელო პსჟ-ში. ეს გუნდი მხოლოდ ჩემი აღმზრდელი არაა, არამედ ჩემს გულშია. აქ გავიზადე და მაღალ დონეს მივაღწიე“, - ციტირებს არეოლას სიტყვებს პსჟ-ს ვებგვერდი.

არეოლა „პარი სენ ჟერმენის“ აკადემიაში გაიზარდა, შემდეგ კი იჯარით „ლანსის“, „ბასტიასა“ და „ვილიარეალის“ ღირსებას იცავდა. პარიზული გუნდში კი 2016 წელ დაბრუნდა და დღემდე ამ გუნდის ღირსებას იცავს. მიმდინარე სეზონში 25 წლის ფრანგმა 13 მატჩის ჩატარება მოასწრო.

0.112133