სანდრო მამუკელაშვილის “სეთონ ჰოლმა” აშშ-ს კოლეჯების ლიგაში დასკვნითი 8 მატჩიდან მე-7 მოიგო, ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა კი ამერიკული კარიერის საუკეთესო მატჩი ჩატარა.
“სეთონ ჰოლმა” “საკრედ ჰართს” 90:76 სძლია, მამუკელაშვილი კი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა, 24 წუთში 23 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და დაფარება მიითვალა და მასპინძელთა რიგებში საუკეთესო გახლდათ.
სანდრომ 6-დან 4 ორქულიანი, 5-დან 4 სამქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
“სეთონ ჰოლს” 8 მოგება და 3 მარცხი აქვს და ბიგ ისთის კონფერენციაში მეხუთე-მეშვიდე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო შეხვედრას კი 22 დეკემბერს “მერილენდთან” ჩაატარებს.