მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში, მადრიდის „რეალმა“ იაპონური „კასიმა ანტლერსი“ 3:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა. სამივე ბურთი „რეალის“ უელსელმა ვარსკვლავმა, გარეთ ბეილმა გაიტანა და ტურნირის ისტორიაში მესამე მოთამაშე გახდა, ვისაც ჰეთ თრიქი შეუსრულებია.
მანამდე ერთ მატჩში სამი გოლი „ბარსელონას“ ურუგვაელ ლუის სუარესს (2015) და მაშინ „რეალის“ შემეტევ, კრიშტიანუ რონალდუს (2016) მოეხერხებინათ.
ბეილს ჯამში, ტურნირზე ასპარეზობისას, 6 გოლი მოუგროვდა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ კრიშტიანუს ჩამორჩება, რომელსაც საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე მეტოქეთა კარი 7-ჯერ დაულაშქრავს.