ფეხბურთი

0:02 | 20.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

Marca: "ბაიერნი" 1 იანვარს სარეკორდო ტრანსფერს დაადასტურებს

მადრიდის „ატლეტიკოსა“ და საფრანგეთის ნაკრების მცველი ლუკას ერნანდესი კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს. ესპანური Marca-ს ინფორმაციით, მხარეები უკვე შეთანხმდნენ და 1 იანვარს გარიგება ოფიციალურად დადასტურდება.

მადრიდული გამოცემის ცნობით, ერნანდესის სანაცვლოდ „ბაიერნი“ 80 მილიონ ევროს გადაიხდის და ეს ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი იქნება. აქამდე, „ვოლფსბურგმა“ იულიან დრაქსლერი 43 მილიონ ევროდ შეიძინა, ხოლო „ბაიერნმა“ კორენტინ ტოლისოს სანაცვლოდ 41 მილიონი გადაიხადა.

აღსანიშნავია, რომ ერნანდესმა „ატლეტიკოსთან“ კონტაქტი არცთუ დიდი ხნის წინ 2024 წლამდე გაახანგრძლივა. ფრანგს აქამდე მხოლოდ „როხიბლანკოს“ მაისურით უთამაშია, რომლის მთავარ გუნდში დებიუტი 2014-2015 წლების სეზონში ჰქონდა.

მიმდინარე სეზონში 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა 16 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

0.112576