მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველი ფილიპე ლუისი კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარს ამბობს. Marca-ს ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელსაც კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში ეწურება, „ვანდა მეტროპოლიტანოს“ დატოვებს.
შესაძლოა ეს იანვარში მოხდეს და მის სახელს ყველაზე აქტიურად მილანურ გრანდებს, „ინტერსა“ და „მილანს“ უკავშირებენ.
ფილიპე ლუისმა მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.