ფეხბურთი

18:42 | 19.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

პაკო ალკასერმა ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა

გერმანული „დორტმუნდის“ ფორვარდი პაკო ალკასერი ბუნდესლიგის ისტორიაში შევიდა. ის გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სეზონში 10 გოლის გატანა მაშინ მოახერხა, როდესაც მოედანზე ცვლილებაზე შევიდა.

ბოლოს ესპანელმა ეს „დიუსელდორფთან“ დაპირისპირებისას გააკეთა (1:2), მაგრამ თავისი გუნდი სეზონში პირველი მარცხისგან ვერ გადაარჩინა.

პაკოს ბუნდესლიგაში ამ დროისთვის ჯამში 12 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი „დორტმუნდმა“ „ბარსელონადან“ იჯარით გადაიბირა, თუმცა ნოემბერში მისი სატრანსფერო უფლებები სრულად გამოისყიდა.

0.110398