ფეხბურთი

19:36 | 19.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" რუგანის ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა

იტალიის მოქმედი ჩემპიონი დანიელე რუგანის ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელი „ბებერ ქალბატონთან“ ხელშეკრულებას 2023 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივებს.

მხარეები უკვე შეთანხმდნენ და იტალიელი ფეხბურთელი სეზონში 3 მილიონ ევროს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ რუგანის „იუვენტუსში“ ძალიან ცოტა სათამაშო დრო ეთმობა, მიუხედავად ამისა, ტურინული გრანდი მასზე იმედს ამყარებს. საქმე ისაა, რომ მიმდინარე სეზონის დასურლების შემდეგ „იუვეს“ ანდრეა ბარძალი და მეჰდი ბენატია დატოვებენ, ხოლო ჯორჯო კიელინი უკვე ასაკშია. შესაბამისად, ტურინელები იმედისმომცემი ცენტრალური მცველის გასხვისებას არ გეგმავენ, უარით უკვე გაისტუმრეს „რომა“ და ლონდონის „ჩელსი“.

დანიელე რუგანი „იუვენტუსში“ 2015 წლის ზაფხულში გადავიდა, მიმდინარე სეზონში კი ამ დროისთვის მხოლოდ 5 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121985