ფეხბურთი

17:10 | 19.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო შესაძლოა "რეალში" დაბრუნდეს

ჟოზე მოურინიო შესაძლოა მადრიდის „რეალში“ დაბრუნდეს. El Pais-ის ცნობით, ფლორენტინო პერესს ძალიან უნდა პორტუგალიელი სპეციალისტის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაბრუნება.

„რეალის“ პრეზიდენტი მზადაა ჟოზეს წლიური ხელფასის სახით 15 მილიონი ევრო გადაუხადოს და გარდა ამისა, სურვილისამებრ აწარმოოს სატრანსფერო პოლიტიკა.

შეგახსენებთ, რომ მოურინიო „მანჩესტერიდან“ გუშინ დაითხოვეს, ხოლო „რეალში“ 2010-2013 წლებში უკვე მუშაობდა. „სამეფო კლუბში“ მისი დანიშვნა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ზაფხულშია მოსალოდნელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110897