ჭადრაკი

14:13 | 19.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხუხაშვილი საპრიზო ადგილზე გასვლის შანსს ინარჩუნებს

არაბეთის გაერთიანებული ემირატების ქალაქ შარჯაში გრძელდება საერთაშორისო ტურნირი, სადაც საქართველოს ღირსებას სოფიკო ხუხაშვილი (2338) იცავს.

მე-7 ტურში ხუხაშვილი შავი ფიგურებით ინდოელ ბჰაკტი კულკამის (2283) დაუზავდა და 5.5 ქულა მოაგროვა. სოფიკო მესამე-მეცხრე ადგილებს ინაწილებს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, მე-5 პოზიციაზეა.
შარჯას ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი რუმინელი ირინა ბულმაგა (2391) გახლავთ 6.5 ქულით, მე-2 საფეხურზე კი პოლონელი კარინა შჩეპკოვსკაა (2408) – 6.0 ქულა.
შეჯიბრის ბოლოსწინა მე-8 ტურში ხუხაშვილი თეთრი ფიგურებით ვიეტნამელ ჰუნგ ნგუიენს (2280) დაუპირისპირდება.

0.119424