ფეხბურთი

10:48 | 19.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

„სიტი“ ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში გავიდა, დე ბრუინი კმაყოფილია

წუხელ, ინგლისის ლიგის თასის ¼ ფინალურ მატჩში, „ლესტერმა,“ თავის „კინგ პაუერზე“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა და პენალტების სერიაში დამარცხდა (1:3. მატჩი 1:1 დამთავრდა).

ანგარიში მე-14 წუთზე, „ქალაქელების“ გამოკეთებულმა ბელგიელმა ვარსკვლავმა, კევინ დე ბრუინმა გახსნა. 73-ზე კი მარკ ოლბრაიტონმა გაათანაბრა.

მატჩის შემდეგ დე ბრუინმა BBC-ს უთხრა: „რთულია ხუთთვიანი შესვენების შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნება. მაგრამ სასიამოვნო იყო 70 წუთის თამაში. ეს კარგი ნიშანია ჩემთვის. ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს, თუმცა მიხარია, რომ გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანე.“

შეგახსენებთ, რომ „სიტი“ ამ პრიზის მოქმედი მფლობელია.

0.115149