გუშინ ლიონელ მესიმ მეხუთე „ოქროს ბუცი“ მიიღო ევროპული სპორტული გამოცემების ასოციაციისაგან (ESM). „ბარსელონას“ თავდამსხმელი 2017/18 წლების სეზონის ევროპის საუკეთესო მეგოლე გახდა. ესპანეთის ჩემპიონატში მან 34 ბურთი გაიტანა.
არგენტინელს ეს პრიზი 2009/10, 2011/12, 2012/13 და 2016/17 წლებშიც მიუღია და ამ მხრივ „ოქროს ბუცების“ რეკორდსმენი გახდა.
მეორე ადგილზე „იუვენტუსის“ შემტევი, კრიშტიანუ რონალდუა - 4 „ოქროს ბუცი.“