„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი თავდამსხმელი, 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ერთ-ერთი გმირი, ოლე-გუნარ სოლსკიაერი, რომელიც ამჟმად ნორვეგიულ „მიოლდეს“ თავკაცობს, ხუთშაბათს მანჩესტერული კლუბის მთავარ მწვრთნელად დაინიშნება - წერსThe Guardian.
მისი ასისტენტი მაიკ ფელანი იქნება, რომელსაც ანალოგიურ თანამდებობაზე 14 წლის განმავლობაში უმუშავია ალექს ფერგიუსონის დროს.
გამოცემის ინფორმაციით, სოლსკიაერი, „ალისფერ ეშმაკუნებს“ სეზონის ბოლომდე გაწვრთნის. შემდეგ კი, დიდი ალბათობით, „ოლდ ტრაფორდზე“ „ტოტენჰემის“ ახლანდელი დამრიგებელი, მაურისიო პოჩეტინო გადაბარგდება, რომელსაც ზაფხულში ლონდონური კლუბის დატოვება განუზრახავს.