"გაგრა" მწვრთნელის გარეშე დარჩა. დენის ხომუტოვმა დაკავებული პოსტი კლუბთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ფეისბუქგვერდმა გაავრცელა.
ხუმუტოვის თავკაცობით "გაგრამ" საქართველოს თასის ფინალში იასპარეზა, თუმცა მოქმედ ჩემპიონთან, მხოლოდ თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა და საპრიზო ვერცხლის მედლები მოიპოვა.
ასევე ერთი ნაბიჯი დააკლდა ეროვნული ლიგის საგზურამდე. "გაგრამ" რეგულარულ სეზონში მესამე ადგილი დაიკავა, უახლოესი მდევარი 7 ქულით ჩამოიტოვა და პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, თუმცა ბოლნისის სიონის ბარიერი ვერ გადალახა და ეროვნული ლიგის საგზურის მოპოვებას უკვე მომავალ, 2019 წელს ეცდება.
"კლუბი მადლობას უხდის დენისს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში" - ნათქვამია განცხადებაში.
"მსურს მადლობა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტს ნდობისთვის. სამწვრთნელო შტაბი, პერსონალი და მოთამაშეები ჩემთვის მეორე ოჯახი გახდა. ჩვენ ვიყავით ერთიანი. უღრმესი მადლობა ყველას მუშაობისთვის, მადლობა ყველას, ვინც მხარს უჭერდა გუნდს ბედნიერ და რთულ მომენტებში. მე არ გემშვიდობებით, მე ვამბობ შეხვედრამდე!" - განაცხადა დენის ხუმუტოვმა.