ფეხბურთი

15:48 | 18.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნევილი „მანჩესტერს“ პოჩეტინოს ურჩევს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად კი ტელეექსპერტი, გარი ნევილი მიიჩნევს, რომ მანჩესტერული კლუბისთვის, მოურინიუს იდეალური შემცვლელი „ტოტენჰემის“ ამჟამინდელი დამრიგებელი, მაურუსიო პოჩეტინო იქნება.

„წილად მხვდა ბედნიერება ერთი ხანი „ტოტენჰემის“ საწვრთნელ ბაზაზე დამეყო და ვფიქრობ, პოჩეტინო მოურინიუს იდეალური შემცვლელი იქნება. ბოლო დროს მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელები ისეთი სპეციალისტების არჩევას ცდილობდნდნ, რომლებსაც ევროთასები ან სხვადასხვა ლიგები ჰქონდათ მოგებული.

მე კი ვფიქრობ, რომ მათ ისეთი სპეციალისტი უნდა მიიწვიონ, რომელმაც სამი რამ იცის ზუსტად: ახალგაზრდების დაწინაურება, ფეხბურთით ტკბობა და გამარჯვებები.“ - ციტირებს ნევილის სიტყვებს Sky Sports.

0.123066